ქალაქ ოზურგეთის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა გადასცა. ადმინისტრაციული ფართის გადაცემას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ესწრებოდნენ.
რეგიონული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ოზურგეთის რაიონულ სამსახურს გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა ქალაქის მერიამ უვადო უზურფრუქტით გადასცა, სადაც ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სასაწყობე სივრცე.
ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე სამედიცინო ცენტრ “მედალფაs" კლინიკაში იყო განთავსებული. (R)