მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს ზუგდიდის ცენტრში სახლი შეუსყიდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.
გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომელიც ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდის ცენტრში არსებული კერძო სახლი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია. ახალი სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა. (R)