ქალაქ ოზურგეთში “სუხიშვილების კონცერტი 8 სექტემბერს არის დაგეგმილი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსისთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ კონცერტი cheack IN Georgia – ფარგლებში იმართება.
cheack IN Georgia-ს ფარგლებში ქალაქ ოზურგეთში სამი კონცერტი გაიმართა სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და მომღერლებმა. ბოლო ორ კონცერტზე ამინდის გაუარესების გამო ხალხის ნაკლებობა შეიმჩნევოდა.
"სიმართლე გითხრათ, ცოტა გულდაწყვეტილიც ვარ, რომ მიუხედავად მრავალგზის ინტერნეტ-ანონსებისა, კონცერტებს არც თუ ისე დიდი მსმენელი ესწრებოდა. არა და , პროექტში მართლაც საინტერესო ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ეს ინფორმაციები ქალაქის მერიის ვებგვერდზე, კულტურის სამსახურის ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთებში არაერთგზის დაანონსდა.
იმედია, ჩვენი საზოგადოება თანდათანობით მიეჩვევა ძალდატანების გარეშე მივიდეს კულტურულ ღონისძიებებზე და შაბათ-კვირა საინტერესოდ გაატაროს. ივნისი და ივლისი განსაკუთრებულად დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით _ თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალები, მერიის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებები", _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.