საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი სოციალურ ქსელში ქალაქ ოზურგეთში 9 აპრილის სკვერში მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს და სოლიდარობას უცხადებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურს ეს პროექტი განხორციელდეს.
ირაკლი ხვადაგიანი 1926 წელს სატირულ ჟურნალში “ტარტაროზში“ გამოქვეყნებულ ლექსს აქვეყნებს.
“ქალაქ ოზურგეთში ვერაგულად მოსჭრეს და შემდეგ დააპეს ძველის-ძველი ასწლოვანი ცაცხვი, რომლის მოჭრამ დიდი აურ-ზაური გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებთა შორის.
აწ აღარ არის ჩვენი ცაცხვი, ცაცხვი მშვენება…/ ვინც იგი მოსჭრა, – წყევლა, კრულვა და შეჩვენება./ ცაცხვის არ დარჩა არს სურათი, ასლი, დედანი…/ დაქვრივ დაობლდა ოზურგეთი და მოედანი./ ო, ჯალათებო. ეს რა ჰქენით თუ იცით თქვენა?!/ ვის მოგაყენა თქვენ ამ ცაცხვმა ზიანი, წყენა?“ _ ასე გამოეხმაურეს ცაცხვის მოჭრის ფაქტს 1926 წელს.