ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3404 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3404 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3416 ლარს შეადგენდა.
ლარის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში _ ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6149 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი 2.5964 ლარს შეადგენდა.