პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე უხელმძღვანელებს.
ურუშაძე უკვე გავიდა შვებულებაში და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო შეხვედრებს დღეიდან იწყებს.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე დაინიშნა, ხოლო ოზურგეთში _ ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე.