"გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიას _ "ორი ოცნება მქონდა _ ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სტუდენტობა" _ 20 წლის გოგონას დახმარება სჭირდება გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ლიკას დასახმარებლად "გურია ნიუსის" საქველმოქმედო ფონდში გიორგი კუკულავამ დღეს 100 ლარი შემოიტანა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სწავლის გასაგრძელებლად და დის მკურნალობისთვის სჭირდება.
ლიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტი 4 წელია ცდილობს ცხოვრების მძიმე ტვირთი დედასთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად ზიდოს:
_ 4 წლის წინ, 38 წლის მამა ინსულტით გარდაგვეცვალა. ჩვენი პრობლემებიც მას შემდეგ დაიწყო. ფინანსურად ძალიან გავიჭირდა და დედამ თბილისში, მოხუცების მომვლელად დაიწყო მუშაობა.
_ დღისით ოჯახს, და-ძმას ვუვლიდი, ღამე კი ვმეცადინეობდი და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ორი ოცნება მქონდა _ ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სტუდენტობა, _ ამბობს ლიკა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
_ 15 სექტემბრამდე სწავლის თანხა მაქვს გადასახდელი. თუ ვერ გადავიხადე სტატუსი შემიჩერდება, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, თუმცა, ამაზე მეტად ის აწუხებს, რომ 16 წლის დისთვის, ნინოსთვის სამკურნალო თანხები არ გააჩნიათ:
_ ძალიან მინდა სხვებივით მეც ვხედავდე, ღამე მშვიდად მეძინოს და იმის შიში არ მქონდეს, რომ შეიძლება დავბრმავდე, _ ამბობს ნინო.
ლიკა ჯინჭარაძის შესახებ მომზადებული სტატია, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. დახმარების მსრულველებმა კი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ გურია ნიუსის საქველმოქმედო ანგარიშის ნომერზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე"; ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 551 373636.