“ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთში, ლიტერატურულ კაფე “8+1“-ში ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ ცხრა აპრილის სკვერში დაწყებული სამუშაოების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების მოთხოვნა, რომელიც ევროპაში მთავარ წესად იქცა, იმ პროექტის მხარესაა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის მერია ახორციელებს.
“ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მე ვიცი, მომხადარია 100-ზე მეტი ადმინისტრაციული დარღვევა, რომელმაც შექმნა მნიშვნელოვანი რისკები ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის და რაც მთავარია, მოხდა 4 საკმაოდ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა. მინდა გითხრათ, რომ მე რამდენადაც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, იგეგმება სკვერის რეაბილიტაცია და არანაირი გაუქმება არ იგეგმება“, _ თქვა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.