საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტ ალიონის" ორგანიზებით, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გურიის ოთხოვე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს ახალგაზრდული კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ მიზნები გააცნო და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"არჩევნები _ ეს არის შენი სამშობლოს ფორმირების პროცესი. ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო _ რვაწუთნახევარი იმისთვის, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ" _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გურულ ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათზე მეტი გაგრძელდა.