"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხობში, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება.
ბერაია, რომელიც "ქართუში" მუშაობდა გოდერძი ბუკიას ჩაანაცვლებს, რომელმაც გუშინ კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა.
ახალ კანდიდატს პრემიერ-მინისტრი დღეს საგანგებო ბრიფინგზე წარადგენს, რომელიც 20 საათზე დაიწყება.