ყოველი მეორე ამერიკელი ექიმი პროფესიულ გადაწვას განიცდის. ასეთია აშშ-ის წამყვანი კლინიკებისა და უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული მასშტაბური გამოკვლევების შედეგები. მასალა გამოქვეყნებულია აგვისტოს ჟურნალ "Atchives of Internal Medicine"-ში.
"პროფესიული გადაწვა" – ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ემოციური გამოფიტვით, საკუთარი საქმიანობის შედეგების მიმართ განურჩევლობით, საკუთარ თავში რწმენის დაკარგვით, პესიმიზმით და დათრგუნულობით. ავტორებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა სპეციალობის 7288 ექიმი, რომელთაგან 46%-ს აღმოუჩინეს პროფესიული გადაწვის ერთი მახასიათებელი მაინც.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი დატვირთვის ქვეშ არიან მიმღები განყოფილების და ოჯახის ექიმები – ამ ექიმების 37% მუშაობს კვირაში 60 საათს.