ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია "კოკა-კოლა" 500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი კომპანიის სარეკლამო ბანერი გახდა, რომელსაც "კოკა-კოლასთან" ერთად "კურორტი ქობულეთი" აწერია და რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შავი ზღვის არენას მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ განათავსეს.
გარდა დაჯარიმებისა, კომპანიას ბანერის აღებაც მოუწევს და როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, დემონტაჟი უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე უნებართვო ბანერის განთავსების შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ "გურია ნიუსიდან" შეიტყო.
ამავე თემაზე იხილეთ სტატია: როგორ აღმოჩნდა "კურორტი ქობულეთი" ოზურგეთის ტერიტორიაზე _ "კოკა-კოლას" უნებართვო აბრა