პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ეხმაურება ”დემოკრატიული მოძრაობის” ინიციატივას, საქართველოსთვის „უბლოკო სტატუსის“ მინიჭებასთან დაკავშირებით. ”დემოკრატიული მოძრაობა” აღნიშნულისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებისთვის კი პარლამენტისგან შესაბამის ნებართვას ითხოვს.
”მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას და ვიწვევ სხდომებს, თუმცა მეც და ჩემს გუნდსაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ბლოკის პოლიტიკური ტრიუკი. შესაძლოა, პარლამენტში 3-4 წარმომადგენელი იყოს, ვინც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს”, _ განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე დღეს უნდა იმსჯელოს.