გერმანია იტალიის მიერ შეჩერებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებში მიგრაციის კრიზისის შესამცირებლად ევროკომისიამ გასულ წელს შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, იტალია და საბერძნეთი ათასობით მიგრანტის შეჩერებას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში იტალიაში 40 000-მდე მიგრანტი ჩავიდა.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სექტემბრიდან ყოველთვე ასობით მიგრანტი შეძლებს გერმანიაში წასვლას.
როგორც ცნობილია, გადაყვანის პროგრამას მხოლოდ სირიელი, ერიტრეელი და ერაყელი მიგრანტები ექვემდებარებიან, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკიდან ჩასული მიგრანტების უმეტესობა გადაადგილებას ვერ შეძლებს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2016 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 3 915 ერატრეელი, 787 სირიელი და 686 ერაყელი ლტოლვილი ჩავიდა.