თუკი ადრე მეგობრობა მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებად ითვლებოდა, დღეს მეცნიერების აზრით, ცხოველებშიც არსებობს.
ადამიანს ისეთი შესაძლებლობები ნამდვილად აქვს, რომლებიც მას სხვა ცხოველებისგან გამოაჩევს, მაგრამ რაც უფრო ახლოს სწავლობენ ბიოლოგები ცხოველებს, მით მეტ მსგავსებას პოულობენ ჩვენსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის.
ცხოველებს მართლაც შეუძლიათ ერთმანეთის მოვლა, აქვთ ლოიალურობა თავიანთი ფარის, ჯოგის ან ხროვის მიმართ, თუმცა გავრცელებული შეხედულების თანახმად – ეს მაინც ინსტიქტურია.
ისინი იცავენ საკუთარი მოდგმის წევრებს, რათა დაიცვან ნაშიერები. ეხმარებიან მათთან არანათესაური გვარის წარმომადგენლებს, რათა რაიმე მიიღონ საპასუხოდ – ე.წ ორმხრივი ალტრუიზმი.
ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია თუ, როგორ მეგობრდებიან ისეთი ცხოველები, რომლებსაც ფაქტიურად არაფერი აკავშირებთ, რომლებიც ხშირად ერთმანეთის მტრებიც კი არაინ. მტაცებელსა და პოტენციურ ნადავლს შორის ურთიერთობის მაგალითები განსაკუთრებით უცნაურია და მას ჯერ-ჯერობით ვერაფერით ხსნიან თუ არა – მეგობრობით.