ცნობილმა ამერიკულმა რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ Boston Dynamics-მა ახალი საბრძოლო რობოტი შექმნა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს რობოტი სამხედრო დანიშნულების არის, თუმცა არა საბრძოლო. მას სამხედრო აღჭურვილობის, განსაკუთრებით კი ქიმიური დაბინძურებისგან დამცველი სამხედრო კამუფლიაჟის გამოცდისთვის იყენებენ.
რობოტი აღჭურვილია უამრავი სენსორით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად საიმედოა ესა თუ ის სამხედრო აღჭურვილობა ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ კამუფლიაჟში გამოწყობილი რობოტის ადამიანისგან განსხვავება თითქმის შეუძლებელია.