მიწისძვრის შედეგად იტალიაში 21 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქალაქ ამატრიჩეს მერის განცხადებით, მიწისძვრამ ნახევარი ქალაქი გაანადგურა.
"გზები დანგრეულია. ნახევარი ქალაქი გამქრალია. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა და შესაძლებელია ხიდი დაიშალოს", _აცხადებს მერი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რომის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შენობები 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.
ოფიციალური პირების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაუწყებლის ცნობით, მიწისძვრა მუდმივად წარმოადგენს საფრთხეს მათთვის, ვინც, იტალიაში აპენინის მთის ქედის გასწვრივ ცხოვრობს.
გავრცელებული ცნობით, საუკუნეების განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, რის საპასუხოდაც თანამედროვე ეპოქაში უფრო ძლიერი შენობები შენდება.
როგორც ცნობილია, ხმელთაშუა ზღვის სეისმურობა აფრიკისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების მოძრაობას და შეჯახებას იწვევს.
სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მომხდარი 2009 წელს ქალაქ აკვილაში მომხდარ მიწისძვრას შეადარა, რის შედეგადაც 309 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს