გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ თბილისის უბნების უმეტეს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
"25 აგვისტოს ელექტრო ენერგიის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდება ნაძალალადევის რაიონს.
შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, კოდალოს, ზედაუბნის, კალიჟოუნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, დობროლუბოვის, სართანიას და ვასილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდების მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონს გეგმიური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 10 საათიდან 13 საათამდე შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III და IV კვარტლებისა და ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონს, ხვალ ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ცაიშის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონს გეგმიური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 12 საათიდან 13 საათამდე შეუწყდება.
შეიზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის, მოსაშვილის,ბერძენიშვილის, დარიალის და მიშველაძის ქუჩები.
სამგორის რაიონს გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგების მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ნავთლუღის მეორე დასახლების III, IV, V და VI ქუჩების მაცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", _ აცხადებენ თელასში.