საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს, გვიან ღამით, აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.