ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმა, თავისი გამორჩეული მომჟავო არომატით, გამორჩეულია.
როგორ შევინახოთ ვაზის ფოთოლი ზამთრისთვის? დავკრიფოთ შედარებით ახალი ფოთლები, რომელიც სუფთა იქნება, არ უნდა აჩნდეს შაბიამნით შეწამვლის კვალი.
ვაზის ფოთლებს მოვაჭრათ ყუნწები, დავთუთქოთ მდუღარე წყალში. შემდეგ ჩავალაგოთ ქილაში და დავასხათ ანადუღარი მარილწყალი. გავუკეთოთ სტერილიზაცია 15 წუთის განმავლობაში და შევინახოთ.
როცა გავხსნით, ჯერ უნდა ვხარშოთ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში მაინც. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ დათუთქვა არაა საკმარისი ვაზის ფოთლისთვის და თუნდაც ახალდაკრეფილი იყოს, ტოლმის გაკეთების წინ ჯერ უნდა მოხარშოთ.