"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ყველა იმ კითხვას უპასუხა, რომელიც დაისვა.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა აპირებს თუ არა დეპუტატობის კანდიდატი ეკომიგრანტებთან, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შშმ პირებთან შეხვედრას – არჩილ თალაკვაძემ შემდეგი პასუხი გაგვცა;
"ყველას შევხვდები. ეკომიგრანტებთან, რელიგიური უმცირესობების, შშმ პირებთან ვაპირებ შეხვედრას და აუცილებლად მოგიწვევთ ამ შეხვედრაზე. ეს შეხვედრა შედგება უახლოეს პერიოდში და მოვისმენ მათ პრობლემებს და მიღწევების შესახებ ინფორმაციას", _ აღნიშნა თალაკვაძემ.