ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, სეპ ბლატერი სპორტის უმაღლეს ტრიბუნალთან ფეხბურთის სამყაროდან 6 წლით ჩამოშორების გასაჩივრებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
"დარწმუნებული ვარ ბოლოს ჟიური მიხვდება,რომ თანხა რაც უეფა-ს ყოფილ ხელმძღვანელს, მიშელ პლატინს გადავუხადე ნამდვილად ვალი იყო. ეს არის პრინციპი, თუ ვალი გაქვთ, იხდით,"_აცხადებს ბლატერი.
როგორც ცნობილია, ბლატერმა პლატინს 1,8 მილიონი ევრო ქრთამის სახით გადაუხადა, რის გამოც, მათ ბრალი კორუფციაში დასდეს და საფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშორეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პლატინმა უკვე მიმართა საჩივრით სასამართლოს, თუმცა საჩივარი არ დაუკმაყოფილდა, მაგრამ საფეხბურთო საქმიანობის 6 წლიანი აკრძალვა 4 წლამდე შეუმცირდა.
ამავე თემაზე:
ბლატერსა და პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 6 წლით აეკრძალათ