BBC -ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების აკრძალვა კანონის ფარგლებს, მორალს და ადამიანურობას ცდება.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, რუსეთს, რიოში 7 სექტემბრიდან გასამართ თამაშებში მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამის გამო აუკრძალა.
პუტინის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ცინიკური და შეურაცხმყოფელია მათთვის, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რუს მორბენალ, მხტომელ და მსროლელ სპორტსმენებს ეკრძალებათ.
როგორც პუტინმა კრემლში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, ქვეყანა სპეციალურ შეჯიბრებებს გამართავს პარაოლიმპიადაზე არ დაშვებული სპორტსმენებისთვის და გამარჯვებულებს იმავე პრიზებით დააჯილდოებს, რა პრიზებიც რიოში გადაეცემათ გამარჯვებულებს.