უნგრეთი სერბიის საზღვართან მიგრანტების შესაკავებლად მეორე ღობეს აშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორბანის განცხადებით, ახალი ბარიერის აშენება გააძლიერებს თავდაცვით რეაგირებას თუ თურქეთი მიგრაციის პოლიტიკას შეცვლის.
"ტექნიკური დაგეგმვა დაწყებულია თავდაცვის ხაზის უკან, რაც შარშან აშენდა,"_განაცხადა ორბანმა.
როგორც ცნობილია, უნგრეთის სამხრეთ საზღვარზე სერბიასა და ხორვატიასთან მავთულის ღობის აშენებამ მკვეთრად შეამცირა მიგრანტების შედინება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზღვრის აშენებასთან ერთად პოლიციის რაოდენობაც 47 000-მდე გაიზრდება, რომელთაგან 3 000 მუდმივად სამხრეთ საზღვარზე იქნება განლაგებული.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპის ინტერესია იმუშაოს თურქეთთან, რაც ევროპის უსაფრთხოებას ემსახურება.
როგორც ცნობილია, თურქეთი უკანონო მიგრანტების შეჩერებას უვიზო მიმოსვლის მიღების სანაცვლოდ დათანხმდა, მაგრამ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები თავის დაპირებას არ ახორციელებენ.