ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მელოდრამების ცქერა ვნებს ქალებისა და ვაჟების სასიყვარულო ურთიერთობებს.
ტყუილია იმედი, რომ თქვენ მიერ არჩეული ყმაწვილი კაცი მოიქცევა ჰოლივუდელი სცენარისტების მიერ შემუშავებული პატერნების მიხედვით. ეს კი ხშირად ვნებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სოციოლოგები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფილმები მიზეზია ქალებში გაჩენილი ცრუ იმედებისა და მიზანდასახულებებისა.
სიდნეელი ფსიქოლოგების მიერ გამოკითხული ქალებიდან ყოველი მეხუთე, სწორედ რომანტიული ფილმის გმირივით, ელოდა თავისი გულისსწორისაგან ყვავილებსა და საჩუქრებს, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და მაშინათვე განიხიბლებოდა, რაჟამს ვერ აუხდებოდა ხოლმე გონებაში წარმოდგენილი საწადელი.
სწორედ იმის გამო, რომ რეალობა არ შეესატყვისება კინოში აღწერილ მოვლენებს, მსგავსი შეუთავსებადობა შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.