BBC-ის ინფორმაციით, იემენის ქალაქ ადენში მდებარე სამხედრო საწრთვნელ ბანაკთან დილით მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
როგორც ცნობილია, აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაიჭრა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარი აფეთქება იემენის ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის 17-თვიანი დაპირისპირების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დაემთხვა.
გაერო-ს ცნობით, დაპირისპირებამ 6 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 2 მილიონზე მეტი იემენის მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ამავე თემაზე: