მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კატა იტალიელი ტომაზინოა. მას მემკვიდრეობით $ 15 მილიონი მისმა პატრონმა მარია ასუნტამ დაუტოვა. მილიონერი ქალბატონი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და პირდაპირი მემკვიდრეები არ დარჩენია. ასუნტამ ჯერ კიდევ 2009 წელს გადაწყვიტა ქონება საყვარელი კატისთვის გადაეცა, რომელიც ქუჩაში იპოვა და წლების მანძილზე უვლიდა.
იტალიური კანონმდებლობით, ცხოველებისთვის მემკვიდრეობის გადაცემა დაუშვებელია, ამიტომ მილიონერმა ტომაზინოს მეურვედ საკუთარი მედდა სტეფანია დაასახელა.
ყველაზე მდიდარი ცხოველი მსოფლიოში გერმანელი ძაღლი გიუნტერია, რომლის ქონებაც 138 მილიონს შეადგენს. მას მოსდევს შიმპანზე პალუ 61 მილიონით.