დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ანონიმურ ინტერნეტგამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 1142–მა ახალგაზრდა ქალბატონმა, დასმული იყო კითხვები იმ პრიორიტეტების შესახებ, რომლებსაც ისინი მიჩნევენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოსახიბლად.
დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: 60% მიიჩნევს, რომ დიდი მკერდი გახდის მას უფრო საინტერესოს, 40% მიიჩნევს, რომ სხეულის კარგი აღნაგობაა მთავარი.
მხოლოდ 43% ფიქრობს, რომ შეუძლიათ თავი მოაწონონ მამაკაცებს ინტელექტით.
გამოკითხულთა აზრით, მამაკაცები აფასებენ ქალის გონებას, მაგრამ ლტოლვას განიცდიან ლამაზების მიმართ.