ევროპულისოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის კნუტ ფლეკენშტაინის განცხადებით, "საქართველოში მწყობრი და კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა, რაც ყოველთვის არ იყო":
"იმას, რასაც გარედან ვაკვირდებით უკვე არის ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო, რომელშიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია წინა საარჩევნი კამპანიის განხორციელბა და არგუმენტების წაყენება. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს.
შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, რა თქმა უნდა აღიკვეთო განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.
დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში" _ განაცხადა ფლეკენშტაინმა.