საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში ჩადო, თუმცა პრობლემები მაინც რჩება:
"ჩემი პრემიერობის დროს, როცა მოვედი, ძირითადი თანხები ჯანდაცვაში ჩაიდო. ის თანხები, რაც წინა ხელისუფლებას საკუთარ ფუფუნებაზე ჰქონდა მიმართული, ჯანდაცვაზე მივმართეთ _ გარდატეხა მოხდა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის საკამრისი, ჯანდაცვა ევროპულისგან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან.
ასე რომ, ჯანდაცვაშიც, რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიციები, ენერგია და თანხები ჩადო ახალმა ხელისუფლებამ, აქაც შეგვიძლია ვაკრიტიკოთ. უამრავ პრობლემას ნახავთ ჯანდაცვაში, თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდება: იქ ბავშვი დაიღუპა, იქ ოპერაცია სწორად ვერ გააკეთეს და ა.შ" _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვდერისას.