“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ხვალ ქალაქ ოზურგეთში სახელმწიფო თეატრის ფოიეში ქართული-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლის “გურიას“ საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა იგეგმება.
ქალაქ ოზურგეთის კულტურის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსის, მარინა ჯაფარიძის თქმით, ვარსკვლავი ანსამბლის ყოფილი მოცეკვავეების ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.
“ჩვენ მოგვმართა საინიციატივო ჯგუფმა, რომ თეატრში, სადაც ცნობილი ქორეოგრაფიის ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი არის გახსნილი, გახსნილიყო ანსამბლ “გურიას“ ვარსკვლავი", _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.
კონცერტზე აღინიშნება ანსამბლის დამფუძნებელის, ჯუმბერ დუნდუას 75 წლის, ანსამბლ მეგობრობას _ 40 წლის და ქორეოგრაფიული სკოლა სტუდიას 30 წლის იუბილე.