მსოფლიო ჩემპიონი დავით ჩხარტიშვილი მშობლიურ ქალაქში გუშინ დაბრუნდა. ოზურგეთის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენტები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები მას ოვაციებით დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩხარტიშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა.