დავით მიქაძე, ოზურგეთი:
_ არანაირი შეკითხვა არ მაქვს. რა უნდა ვკითხო _ პოლიტიკაში მაინც არაა და რა აზრი აქვს?!
ქეთევან დოლიძე, ოზურგეთი:
_ ნეტავ, თუ გათენდება ისეთი დღე, რომ ქართველი თურქეთში არ წავა სამუშაოდ?! ახლა იქ მივდივარ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ.
არჩილ ყიფიანი, აბაშა:
_ როდის აპირებს იმ დანაპირების შესრულებას, ხალხს რომ დაჰპირდა _ ქვეყნის წინსვლა და კეთილდღეობა?
მარინა თედორაძე, ჩოხატაური:
_ რას გვპირდება სამომავლოდ?
ზაზა ზოიძე, ლანჩხუთი:
_ კითხვით არა, მაგრამ ვურჩევდი, ამდენი მაფიოზი რომ ჰყავს გარშემო, ისინი მოიშოროს.
ამირან გიგინეიშვილი, ლანჩხუთი:
_ ბოლოს და ბოლოს, "ბლექ სი არენა" და "ციცინათელა" გურიაა თუ აჭარა?
რობერტ წილოსანი, ლანჩხუთი:
_ არაფერს.
ვახტანგ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მილიარდერმა ადამიანმა რატომ დააარსა სოციალისტური პარტია?
გაიოზ მამალაძე, ჩოხატაური:
_ პოლიტიკური გუნდის კიდევ უფრო მეტად გადახალისებას და მეტი პროფესიონალების არჩევას როდიდან დაიწყებს?!
რომან ბერძენიშვილი, ჩოხატაური:
_ არაფერს.
ვახტანგ ჩიგოგიძე:
_ რა უნდა შევეკითხო ბიძინა ივანიშვილს?! არანაირი კითხვა არ მაქვს.
ნუგზარ ლორია, ჩოხატაური:
_ სოფელ ზემო ფარცხმაში წყალს როდის გაგვიკეთებთ?
დავით ღლონტი, ოზურგეთი:
_ რას შევეკითხებოდი და ორი პარტია რომ მართავს სახელმწიფოს, ან ერთი დარჩეს ან _ მეორე. შაქარი ადრე 70 თეთრი ღირდა, ახლა რაც ღირს, ვხედავთ _ ამას მიხედონ.
გიორგი ჭანუყვაძე, ოზურგეთი:
_ ყველაფერი კარგად მიყავს _ რა უნდა ვკითხო?!