იცით, როგორ უნდა იყოთ მუდმივად ოპტიმისტურ ტალღაზე? ეს ძალიან ადვილია, თუკი საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისკენაა. სინამდვილეში, ასეც არის. დაფიქრდით და მიხვდებით, რამდენჯერ შემოტრიალდა თქვენს სასარგებლოდ სიტუაცია, რომელიც თავიდან მხოლოდ ტკივილისა და იმედგაცრუების მომტანი ჩანდა.
ბრიტანელი ფსიქოლოგები ამბობენ, შეიქმენით სათანადო განწყობა და საქმე სანახევროდ გაკეთდებაო. სიტუაციის ჩვენებური აღქმა განაპირობებს მის პოზიტიურობას და პირიქით. მაგალითად, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ესა თუ ის ადამიანი დაინტერესებულია თქვენით, თამამდებით და, შესაძლოა, ინიციატივის საკუთარ ხელში აღებასაც არ მოერიდოთ.
პირადი ცხოვრების მოწყობისას დაივიწყეთ შებოჭილობა. ძალდაუტანებლობა და მოქმედების თავისუფლება წარმატებას არ დაგიგვიანებთ.
ბედნიერება უნდა გინდოდეთ, მისკენ უნდა მიილტვოდეთ. მერე რა, თუ ბევრჯერ გიტირიათ. ეტყობა, ასე იყო საჭირო. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და მალე ნახავთ, რომ ეს ასეც მოხდება.
გაიხსენით სიყვარულისთვის, გაიხსენით მეგობრობისთვის, გაიხსენით სიხარულისთვის და ყველაფერი მართლაც შეიცვლება უკეთესობისკენ!