ამერიკელი დონალდ ტრამპი უკვე 70 წლისაა, თუმცა, იდეების ნაკლებობას არ განიცდის. ამჟამად მილიარდერი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.
ამერიკულმა გამოცემამ „USA Today“ დონალდ ტრამპის სხვადასხვა საჯარო გამოსვლები გულდასმით შეისწავლა და მკითხველებს მისი რჩევების ნაწილი მიაწოდა.
ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ საკუთარი სიბრაზის მიზეზი: ხშირად ამას საფუძველი აქვს და აუცილებელია საქმისთვის, თუმცა ზოგჯერ ეს ემსახურება სიტუაციის შეხსენებას.
იყავი თავდაბალი და საკუთარი მიღწევები მოკრძალებულად წარმოადგინე. თქვენი სიმკაცრე იმ მომენტისთვის შემოინახეთ, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია.
არასდროს არ მსურდა, რომ ჩემთან ემუშავა მას, ვისაც არ უნდა ჩემს კომპანიაში მუშაობა. თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ; არ დარჩეთ იქ, სადაც მუშაობა არ მოგწონთ.
არასდროს აიღოთ შვებულება. რაში გჭირდებათ? თუ სამსახური სიამოვნებას არ განიჭებთ, ესე იგი, თქვენ არ მუშაობთ იქ, სადაც საჭიროა. მე კი, თუნდაც გოლფის თამაშის დროს, ბიზნესის კეთებას განვაგრძობ.
ცუდი დრო ხშირად იძლევა კარგ შესაძლებლობებს.
მოთამაშე ეს ის ადამიანია, რომელიც ათენებს და აღამებს სათამაშო ავტომატებთან. მე კი, ვამჯობინებ ამ ავტომატების მფლობელი ვიყო.
ფინანსური კეთილდღეობისთვის არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე თავში მოგივიდეს შესანიშნავი იდეა და არ ეცადო მის რეალიზებას.
ყოველთვის გახსოვდეს ერთი მარტივი წესი: უნდა გეცვას იმის შესაბამისად, როგორი სამუშაოც გინდა და არა ისე როგორიც გაქვს.
ცხოვრება სასტიკია, ადამიანები კი შეუწყნარებლები. მათ შეუძლიათ გაგიღიმონ, თუმცა ღიმილის უკან იმალება თქვენი მოკვლის სურვილი. ჯუნგლებში მხეცები საკვების მოსაპოვებლად ხოცავენ და მხოლოდ ადამიანები ხოცავენ გართობისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხართ, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მრავალმხრივია თქვენი განათლება და რამდენად ფართო გამოცდილება გაგაჩნიათ.
შეუძლებელია იყო იმდენად ბრძენი, რომ მარტომ გახადო ბიზნესი მომგებიანი. შეხედეთ, მოუსმინეთ და ისწავლეთ. შეუძლებელია ყველაფერი იცოდეთ.