მრავალრიცხოვანი გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკელი ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ჰორიზონტზე არ ჩანს თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, ასეთ შემთხვევაში ქალმაც შეიძლება თავად ეძებოს მომავალი საბედო. სად?
სხვადასხვა წრეებში, სექციებში და სპორტულ კლუბებში _ აქ არა მარტო სიმპათიურ მამაკაცს შეხვდებით, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასა და აღნაგობაზე მზრუნველ ადამიანსაც. კიდეც რომ ვერ შეხვდეთ, საკუთარ სხეულს და აღნაგობას მოიყვანთ სათანადო კონდიციაში.
სამსახურში _ აქ შეიძლება გადაეყაროთ თანამოაზრეს თქვენი ან მეზობელი განყოფილებიდან. თუ თანამოაზრის მიმართ სიმპათიაც დაიბადება, თქვენი ბედი ეგ ყოფილა!
ინტერნეტში _ დღეს ძალიან გახშირდა ინტერნეტით ურთიერთობა, მაგრამ ნუ იჩქარებთ მაცდუნებელი ფოტოს მიხედვით პაემანზე გაქცევას. ჯერ ტელეფონით ან სკაიპით დაელაპარაკეთ და ხმა შეუთანადეთ ფოტოსურათს. ამის შემდეგ ინტერნეტ-ნაცნობობის რეალიზებას პრაქტიკულ ცხოვრებაში წინ არაფერი უდგას!
მაღაზიაში ან სუპერმარკეტში _ აქ ყველაფერი იდეალურად მარტივია: საკმარისია, შესთავაზოთ მამაკაცს დახმარება საყიდლის არჩევანში ან შეეჯახოთ თქვენი ურიკით მის ურიკას, რომლის შიგთავსსაც, ამავე დროს, „შემთხვევით“ მოჰკრავთ თვალს.
მოგზაურობაში _ კომპანიონიც რომ არ გყავდეთ, თამამად გაეშურეთ სამოგზაუროდ; მოგზაურობის დროს ადამიანები უფრო გულგახსნილები არიან _ კომპლექსებისგან განთავისუფლებულები და ამ დროს შესანიშნავი პირობებია არჩევისათვის და სიყვარულის რომანტიკის დასაწყებად.