გუშინ, სასტუმრო „ვერე პალასში", ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მე-6 რეგიონული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი დაესწრო.
ღონისძიება აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერით, პროგრამის – „პარტნიორობა რადიოაქტიური წყაროების რეგულირების სფეროში“ ფარგლებში ტარდება. მხარეებმა საინფორმაციო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ARIS-ის შემადგენელი მოდულების სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩეხეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, უკრაინის და უზბეკეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.