იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, გიორგი ფეიქრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ის ჩხრეკის დროს ჩაუდეს, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 48-საათიან ვადაში, სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი.