ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე გუშინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აღდგენაში დახმარება სთხოვა:
_ წლების წინ, მთელ მსოფლიოში ორი სუბტროპიკული უნივერსისტეტი ფუნქციონირებდა _ ერთი იყო ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, მეორე კი სოხუმში, რომლის ძირითადი ბაზა და იმ დროისთვის საკავშირო მნიშვნელობის კვლევითი ინსტიტუტი გახლდათ ოზურგეთში _ ანასეულში.
დღეს ეს ბაზა განადგურებულია, თუმცა, შესაძლებელია მისი აღდგენა და სწორედ ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება. არიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და თუკი მათ ცოდნას, გამოცდილებას, არსებულ ბაზას გამოვიყენებთ, ოზურგეთში შესაძლებელი იქნება უმაღლესი სასწავლებლის გახსნა, რომელიც მთელი საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, _ უთხრა სიორიძემ ივანიშვილს.
ყოფილი პრემიერი დაინტერესდა, აქვს თუ არა კონკრეტული პროექტი ქალაქის მერს ამასთან დაკავშირებით და რამდენად არის მასში გაწერილი ის შედეგები, რომლის მიღებასაც გეგმავენ. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ბეგლარ სიორიძეს დაპირდა, რომ ამ საკითხში აუცილებლად დაეხმარება:
_ გაწერეთ ყველაფერი, გავიაროთ და ყველაფერში დაგეხმარებით, _ უთხრა ივანიშვილმა სიორიძეს.