სირიის ქალაქებში გუშინ მომხდარ აფეთქებების სერიაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას AL JAZEERA ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტარტუსში, ჰომსში, დამასკოში და ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებს 48 ადამიანი ემსხვერპლა.
სირიის ობსერვატორიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ტარტუსში 38 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 14 მშვიდობიანი მოქალაქეა და მათ შორის 2 ქალი და1 ბავშვია.
მათივე ცნობით, აფეთქების ხმა ისმოდა ქურთული უსაფრთხოების ძალების საგუშაგოსთანაც.
როგორც ცნობილია, კიდევ 1 აფეთქება ჰასაკაში მოხდა, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა, ხოლო ალ-ზაჰრაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ასევე დამასკოშიც, სადაც შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
ამავე თემაზე: