„დღეს ჩვენ, 2016 წლის 6 სექტემბერს, ვმართავთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, რომელიც ცოტა სპეციფიური სხდომაა. კონსტიტუციის და ჩვენი რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ამ ბიუროს მოწვევით ვხსნით საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას. ასე რომ, სესიას გახსნილად ვაცხადებ”, _ ამ სიტყვებით პარლამენტის თავჯდომარემ მერვე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომას, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, თუმცა უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს.