"ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? _ დიახ, მივიღებთ", _ ასეთი იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის პასუხი ჟურნალისტების შეკითხვაზე _ რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას პარლამენტი მომდევნო დროის განმავლობაში? როგორც ვოლსკი აღნიშნავს ხვალიდნელი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, ვერ გაიმართება.
"ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერ მიმღები პარლამენტის მსჯელობით. რელგამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არ გაინტერესებთ? _ დიახ, მივიღებთ", _ ამბობს ვოლსკი.