საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას, მან ასეთი პასუხი გასცა.
“რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი გახსნილად და გამოვაცხადე, როგორ წავედი. დღესაც შემიძლია გავიმეორო, თუ რამე კითხვები გაჩნდა. მე ვარ მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ ჩემს წასვლას და ამის სურვილი აქვთ ძალიან ჩემს ოპონენტს. მათ სურთ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ის ძველი ტაშ-ფანდურა, რომელიც დამკვიდრებული იყო საქართველოში.
ჩემი აზრით, პოლიტიკიდან წავედი ღირსეულად და ისე ღირსეულად წავედი, შეიძლება პოლიტიკის მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახოთ. მე ვაჩვენე, რომ არ მქონდა სურვილი პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას, მოვედი, თავი გავწირე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება, რის შემდეგ წავედი პოლიტიკიდან. ახლა რასაც კიჟინებენ, ერთი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანას გავეცალო როგორმე, მაგრამ ეს არ მოხდება", _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.