სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს _ გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას _ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი _ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.
პრეზიდენტმა ისარგებლა თავისი უფლებამოსილებით და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ავრცელებს.
”ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად. შესანიშნავია. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ”, _ აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.