ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის ივანე ჩხიკვაძის ინფორმაციით, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების დღისწესრიგი 2017-2019 მოლაპარაკებები დაიწყო.
"ევროკავშირმა უკვე მოაწოდა ჩვენ მხარეს დოკუმენტის პირველი ვერსია. მათი პოზიციაა, რომ საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი გახსნას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და გამართოს კონსულტაციები.
აქამდე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღისწესრიგზე მოლაპარაკებისას სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები არ გამართულა. ფაქტიურად, ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმა მოილაპარაკა ექსკლუზიურად 50-მა ჭკვიანმა საჯარო მოხელემ. იმ დოკუმენტების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთისკენ იშვერდნენ ხელს – ჩვენ კი გაგიხსნიდით მაგრამ იმათ არ უნდათო.
ამჯერად, ევროკავშირს უნდა და ჯერი საქართველოს მთავრობაზეა ჩართავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას კონსულტაციების პროცესში და აჩვენებს თუ არა დოკუმენტს", _ წერს ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ მოლაპარაკებებისთვის დრო 2016 წლის ბოლომდეა, რადგან დოკუმენტი 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს.