ეს სატელეფონო საუბარი დამონტაჟებულია, პაატა ბურჭულაძემ ამ საუბარში მე რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ის არც ,,ქარTულ ოცნებასთან და არც ,,ნაციონალურ მძრაობასთან კავშირში არ არის, _ ამის შესახებ რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი ვისაც სჭირდებოდა, პაატა ბრჭულაძისა და ხელისუფლების კავშირზე გაჩენილი ეჭვი გაქარწყლებულიყო ეს ხელისუფლებაა.
გვარამიას განცხადებით, ამ საუბარზე ხელი მხოლოდ სამ მხარეს მიუწვდებოდა: ხელისუფლებას, ჯეოსელს ან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას.
,, თუ საგამძიებო უწყებებს კითხვები აქვთ ,,ჯეოსელთან“ – რადგან მეც და ბატონი პაატაც ჯეოსელის აბონენტები ვართ, ან ამერიკის ხელისუფლებასთან, რადგან მათაც აქვთ წვდომა როუმინგში ჩარტულ აბონენტზე, მათი საქმეა,“-განაცხადა გვარამიამ.
საუბრის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრმა დავით ჯანდიერმა, პირველ რადიოსთან" ანალოგიური განცხადება გააკეთა.