დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ძიმისტარაშვილი ამბობს, რომ ის მოსახლეობასთან შეხვედრებს პრობლემის გარეშე ატარებს.
“მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ შემხვედრია. ერთი თვის განმავლობაში 4000 ადამიანს შევხვდი და ჩემი საარჩევნო პროგრამა მათ გავაცანი. გვხვდება ზოგ ადგილას ის მეთოდები, რომელსაც იყენებდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე, მოსახლეობას ართმევენ პირადობის მოწმობის ნომერს იწერენ ან კიდევ ასლებს ართმევენ, რაც ჩემის აზრით მსგავსი ქმედება უნდა დასრულდეს. ამომრჩეველი უნდა იყოს ყველანაირი ზეწოლისგან თავისუფალი და არავინ არ უნდა ერეოდეს მის გადაწყვეტილებაში“, _ თქვა გოჩა ძიმისტარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებში დეპუტატობის კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები ოზურგეთში. ამ კითხვაზე დეპუტატობის კანდიდატებმა უპასუხეს.