დღეს, სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულმა კონფერენციამ, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა თემაზე – პარლამენტების როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საქმეში.
ორი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ, აგრეთვე, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პარლამენტების მობილიზება რასიზმის წინააღმდეგ და ევროპის მიგრაციულ კრიზისი და ამ პროცესში პარლამენტების როლი.
ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული.