BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირში კრიტიკული ვითარებაა.
მერკელის განცხადებით, კავშირმა უნდა აჩვენოს, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის და ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება.
"ჩვენ ევროპისთვის გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება და კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ყველა პრობლემას ერთ სამიტზე ვერ გადავჭრით", _ აცხადებს მერკელი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერები სლოვაკეთში, ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის შემდეგ ნდობის დაბრუნების გზებზე მსჯელობენ.