სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ღუდუშაურის საავადმყოფოში ერთ ღამეში მოსმენილ ფრაზებს აქვეყნებს. ექიმებისა და პაციენტების დიალოგი ფეისბუქში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მათი მთელ ღამეში ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო:
"წამლის ფულს არ გადავიხდიო და არყის ფული ხო ქონდა;"
"ქალბატონო, დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?";
" არ ჩამიფსიათქო გითხარი ექიმო და თუ გინდა მისვით მაინც ხელი";
" მაგას რო გახადეს, მე სანახავი ვნახე,ღმერთიც ვეღარ გამაკვირვებს სასწაულით";
" რომელი ხელიც არ აქვს იქედან დაუდექი და ვეღარ მოგიფათურებს";
" ექიმო, არ მოვკვდე თორემ დედას მოგიტ**ავთ";
"რა ლამაზი გოგოა და რა ჭამა ამდენი, სამჯერ ქნა ერთ საათში";
" გინეკოლოგი არ მოსულა ქალბატონო და მე არ მინდა ნანახი მაქვს";
" შემიშვით ბიჭო, ჩემი ოცლარიანი აქვს ჯიბეში";
" ამ საწოლზე ვინმე ხომ არ მომკვდარა?";
" შანსი არ არის ღამე პაციენტი მოიყვანონ და დაბანილი იყოს რა, წამწიწკნა ცხვირი ამ უპატრონომ," _ წერს სინჯიკაშვილი.